ჟურნალისტი, „ტვ პირველის“ პოლიტიკური გადაცემის წამყვანი, ანა წერეთელი დედა გახდა. მას და მის მეუღლეს პირველი შვილი შეეძინათ.
ანამ პატარასთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„7 დღე არაა საკმარისი იმის გასააზრებლად, რა შეცვალა 3 კგ.-მა ბედნიერებამ თავისი მოფრენით. ამ ფოტოში რამდენიმე წუთის დაბადებულია. კი, მე ასე მხნედ და ღიმილით დავხვდი ცხოვრების ამ მთავარ შეხვედრას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. ყველა სიტყვა და სურვილი წავიკითხე და უზომოდ მადლიერი ვარ“.
ვულოცავთ კოლეგას შვილის შეძენას და დედა-შვილს ბედნიერებას ვუსურვებთ!..