LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა წითლიძე: „გაკომპლექსებენ ათი წელია ნაცებით და კარგადაც იზელთ ამ კომპლექსს”

858
BeFunky-collage (2)

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე 3 ივლისს, სახალხო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” გამართულ რიგით მესამე საპროტესტო აქციას ეხმაურება.

“არანაირი იმედგაცურება არ მაქვს, ეს ბრძოლა პროცესია და გაგრძელდება.

უბრალოდ კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს:

ერთადერთი რამის ეშინია ბიძინას, ციხეში რომ ზის მაგ კაცის და ნაციონალური მოძრაობის.

მაგიტომ გაკომპლექსებენ ათი წელია ნაცებით და კარგადაც იზელთ ამ კომპლექსს.

ასი პარტია რომ შეიქმნას და მილიონი გამოვიდეს მაინც მშვიდად იქნება ეგ ბიძინა სანამ ეგ კომპლექსი კიდევ გჭამთ. შეგნებულად შექმნა

ეგ პოლარიზაცია და კომპლექსად გიქციათ ბევრს”, – წერს ანა წითლიძე.

არჩილ გამზარდია: „სანამ ოპოზიციური სუბიექტების ნაწილს პოლიტიკურ პენსიაზე არ გავუშვებთ, სანამ დარჩენილ ნაწილში პარტიულ დემოკრატიას არ შევიტანთ, ნულოვანი შანსია ცვლილების“

ცნობისთვის, აქცია „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორები და მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ.

აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომელთაც მთელი ღამე საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაათენეს, დღეს დილით ხმაურითა და სტვენით გამოხატეს პროტესტი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

„ჯიუტი მოქალაქეები თანამოაზრეებს გელით კანცელარიასთან ერთად დავხვდეთ ღარიბაშვილს!” – რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები