LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა წითლიძე: ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები, თუმცა არ ვიცი, თაკო ჩარკვიანი რა საპროტესტო აქციაზე საუბრობს

180
ფორტუნა (19)

ვიზიარებ იმას, რომ საპროტესტო მუხტი, მათ შორის საპროტესტო აქციები ქუჩაში, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლება უკან იხევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საპროტესტო მუხტს ნახულობს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ.

წითლიძეს  „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რომელმაც აღნიშნა: „ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით. მტერია კარზე მომდგარი“.

„დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით” - თაკო ჩარკვიანი

„დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით” - თაკო ჩარკვიანი

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ევროატლანტიკური კურსის საბოტაჟი მოახდინოს.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ნებისმიერ საპროტესტო აქციას მიესალმება, თუმცა იცის, თაკო ჩარკვიანი რა საპროტესტო აქციაზე საუბრობს.

„ხელისუფლება უკან იხევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნახულობს საპროტესტო მუხტს. საქართველოს ხელისუფლებას თუ რამის ეშინია, ეშინია გაბრაზებული საქართველოს მოქალაქეების. ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები, თუმცა არ ვიცი, თაკო ჩარკვიანი რა საპროტესტო აქციაზე საუბრობს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ამ ხელისუფლებას თუ რამე დაახევინებს უკან, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების პროტესტი.

„ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიულია. ამიტომაც, რეჟიმებს ცვლიან მათ შორის საპროტესტო აქციებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებას თუ რამე დაახევინებს უკან, დაახევინებს საქართველოს მოქალაქეების გაბრაზებული პროტესტი. ისეთი პროტესტი, როგორიც 7-8 მარტს იყო. როდესაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ უნდა გრძნობდეს, რომ თუ ის ისევ შეეცდება ძალაუფლების მიტაცებას, მაშინ საქართველოს მოქალაქეებისგან მძლავრ პროტესტს მიიღებს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g