LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა წითლიძე: პოლიტიკაში მოვედი სრულად გაცნობიერებული ფაქტით, რომ მრავალი ალუდა შემხვდებოდა გზად, რომელსაც თავს კი არ დავუხრიდი უბრალოდ სახეს ავახევდი

263
BeFunky-collage (3)

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება დღეს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას.

„მეგობრებო, უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის. უამრავი შეტყობინება მივიღედ და ამას ძალიან ვაფასებ.

საერთოდ არ მიგრძნია თავი შეურაცხყოფილად. მით უმეტეს დაჩაგრულად. ეს ჩემი სტილი არ არის. არც არავისი დაცვა მჭირდება, მით უმეტეს ქალობის ნიშნით.

მშვენივრად ვიცავ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ყველას ვისაც დაცვა სჭირდება.

პოლიტიკაში მოვედი სრულად გაცნობიერებული ფაქტით, რომ მრავალი ალუდა შემხვდებოდა გზად – რომელსაც თავს კი არ დავუხრიდი უბრალოდ სახეს ავახევდი.

ჩემთვის არა, ყველა იმ ქალისთვის ვინც პოლიტიკაში მოსვლისგან თავს კოლექტიური ალუდების გამო იკავებს – თორემ მე უკვე ისეთი იმუნიტეტი გამომიმუშავდა თავად ფარჩაკ ალუდას მანდატურების გარეშე ჩემთან ახლოს ჩავლაც ეშინია.

უარესს წინ უნდა ელოდეს”, – წერს ანა წითლიძე.

ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g