LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა წითლიძე: “რა ბოტანიკური ბაღის მოლარე გაგიკვირდათ, ზუგდიდში რომ ჰოკეის გუნდს ვაფინანსებდით, არც გუნდი გვყავდა და არც ყინული გვქონდა”

2007
BeFunky-collage (3)

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშს ეხმიანება, რომლის თანახმად, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული იყო 6 მოლარე, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს.

აუდიტის მიხედვით, დასაქმებული 6 მოლარე-კონსულტანტის ხელფასებზე დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი.

აუდიტის აღნიშნულ ანგარიშსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, რაზეც ანა წითლიძე წერს:

“რა ბოტანიკური ბაღის მოლარე გაგიკვირდათ, ზუგდიდში რომ ჰოკეის გუნდს ვაფინანსებდით თავისი თანამშრომლებით, მთელი განყოფილება იყო შექმნილი ისე რომ არც გუნდი გვყავდა და არც ყინული გვქონდა – ეგ ამბავი სულ ახლახანს იყო

პროკურატურაში კი შევიტანე ამაზე განცხადება და საბოლოოდ მხოლოდ მე დამკითხეს”,-წერს ანა წითლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g