LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლია სითის BuroHappold Engineering-ისა და Moffat & Nichol-ის სამუშაო ჯგუფი ეწვია

102

„ანაკლია სითის“ BuroHappold Engineering-ისა და Moffat & Nichol-ის ერთიანი სამუშაო ჯგუფი ეწვია. კომპანიის თანამშრომლები თბილისში ორ კვირას დაყოფენ და „ანაკლია სითის“ თანამშრომლებთან ერთად შეხვდებიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, უცხოური საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ეწვევიან კერძო სექტორს – ლოგისტიკის, ტრანსპორტის, წარმოების, ვაჭრობისა და საბანკო სფეროებს.

ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოს ეკონომიკაზე, სავაჭრო პარტნიორებზე, ინვესტიციებსა და არსებულ ინფრასტრუქტურულ, ლოგისტიკურ მოცემულობებზე მაქსიმალური ინფორმაციის მოგროვებაა.

ამჟამად გუნდი მუშაობს “ანაკლია სითის” გენერალური განვითარების გეგმის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც უნდა გაკეთდეს იმ ინდუსტრიებისა და სფეროების ანალიზი, რომლის მიზანმიმართული განვითარებაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება.

„ქალაქი ანაკლია რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი და საუკეთესო ქალაქი უნდა გახდეს. ინდუსტრიული და ლოგისტიკური პარკის, ტურიზმის თუ სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში მსოფლიოს წამყვან კომპანიები გვეხმარებიან. კონცეფცია ექვს თვეში მომზადდება. BuroHappold Engineering-ისა და Moffat & Nichol-ის ერთიანი სამუშაო ჯგუფის თბილისში ჩამოსვლა, საჯარო შეხვედრები და ჩვენი ერთობლივი მუშაობაც ამ პროცესის სწრაფ და წარმატებულ წარმართვას შეუწყობს ხელს,“ –  განაცხადა “ანაკლია სითის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, წამყვანმა ბრიტანულმა კომპანიამ BuroHappold Engineering -მა „ანაკლია სითისთან“ ხელშეკრულება თებერვალში გააფორმა. BuroHappold Engineering-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. BuroHappold Engineering-ი სხვადასხვა დროს მუშაობდა მუმბაის პორტის კომპლექსის, ლონდონის ჰაიდ პარკის, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე.

კომპანია „ანაკლია სითიმ“ ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ დაამყარა კომუნკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან და ბევრ მათგანთან პარტნიორობა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g