ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves-ის ტერიტორიიდან სამი ახალგაზრდა საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან სამივე მათგანი სათანადო დახმარების გაწევის შემდეგ, გაწერეს.
პროექტ “მანდალას” ერთ-ერთი ორგანიზატორის თემო ხატიაშვილის ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიაზე გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცის ნიშნები 20-მდე ახალგაზრდას აღენიშნებოდა, თუმცა აქედან მხოლოდ სამს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ” მანდალა” უკვე მეორე წელია ფესტივალის ტერიტორიაზე მუშაობს. ადგილზე ასევე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ფესტივალი Echowaves ანაკლიაში 22 აგვისტოს გაიხსნა.