LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიაში, შესაძლოა, იახტების საწარმო აშენდეს

36

საქართველოს დელეგაციამ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. მათივე ცნობით, დელეგაციის წევრებმა პეკინში საქმიანი შეხვედრები გამართეს ჩინეთის ფინანსური და ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებში, სადაც საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის საქმიანობასა და მის ბაზაზე ახალი საფინანსო ინსტიტუტის ფორმირებაზე ისაუბრა.

შეხვედრები გაიმართა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიაში, ჩინეთის ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში,სადაც ჩინურმა მხარემ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების ჩინეთში რეგისტრაციის ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა. ჩინეთის ეროვნული ექსპორტ-იმპორტის კორპორაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტები, რომლის განხორციელებაც საპარტნიორო ფონდთან ერთად ახლო მომავალში იგეგმება.

ფონდის ინფორმაციით, დავით საგანელიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციულ ბანკსაც ეწვია, სადაც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს განვითარების კორპორაციის კონცეფციაზე ისაუბრა და ჩინურ მხარეს ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახალი უწყების ფორმირების პროცესში ჩართვა შესთავაზა.

„საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდი, შესაბამისად, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის აღიარებით და ევროპასთან ინტეგრაციით შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლის მიღება, როგორც ევროპის, ასევე აზიისთვის“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე ჩინეთის „აბრეშუმის გზის ფონდში“, „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში“, „ჩინეთის განვითარების ბანკში“. საქართველოს დელეგაცია ეწვია ჩინეთის კუანტუნის პროვინციის ქალაქებს, სადაც შეხვედრები გაიმართა თაივანის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრაციაში. რეგიონში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აგრარული მეურნეობა და სათბურები,იახტების სამშენებლო კომპანია. დავით საგანელიძემ გამოთქვა ინიციატივა ანაკლიაში ანალოგიური იახტების საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით. დელეგაციამ ქალაქის ვიცე მერთან ერთად ასევე დაათვალიერა ყველაზე დიდი ეკოპარკი. ჩინურმა მხარემ საქართველოში ანალოგიური პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს დელეგაციამ დასკვნითი შეხვედრა კუანტუნის პროვინციის ქალაქ შენჭენში, უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო ინოვაციების კომპანია ZTE-სთან გამართა.საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იანგ ძინიმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. კომპანია მზად არის საპარტნიორო ფონდთან ერთად საქართველოში დაიწყოს ინოვაციური ტექნოლოგიების განხორციელება და დანერგვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g