LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტის პროექტზე წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დასრულდება

77

ანაკლიის პორტის პროექტზე ბოლო და საუკეთესო წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დასრულდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამავე საკითხს ჩინეთში ვიზიტის ფარგლებშიც განიხილავს. ”დღეს მივფრინავ ჩინეთში, სადაც გაიმართება ეკონომიკური კომისიის სხდომა და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ იქნება ანაკლიის პორტი, რათა ჩინურმა მხარემ დაადასტუროს ამ პროექტით დაინტერესების თაობაზე”, -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია POWERCHINA დაინტერესდა. POWERCHINA უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც, უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

კომპანიის ბიზნესი ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვეტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, POWERCHINA 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი. 2014 წელს კომპანიის შემოსავალმა 42,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს POWERCHINA-მ მსოფლიოს 110 ქვეყანაში 1 565 მსხვილი პროექტი განახორციელა. ENR-ის რეიტინგში – Top 150 Global Design Firms, POWERCHINA მესამე ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g