LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს… ამიტომ, ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ – ეკონომიკის მინისტრი

125
ლევან-დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ესაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავა სახელმწიფოსთან დავას ეხება და არ ეხება პროექტს. შესაბამისად, ინვესტორები ამ რისკისგან დაზღვეულები არიან, ამიტომ, ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ.

მისი განმარტებით, მთავრობამ სექტემბრის თვეში მიიღო გადაწყვეტილება – ეკონომიკის სამინისტროს დაევალა, კონსულტანტი კომპანიები შეერჩია, რომლებიც ინვესტორების შერჩევის პირობებს კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში სამინისტროსთან ერთად დაამუშავებდნენ.

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო - ღარიბაშვილი

"თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ანაკლიაში რაც ხდება ახლა, მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი, ამიტომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი".

„ასევე, მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან, ძირითად საპორტო ოპერატორებთან და ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება ჩართული იყვნენ პროექტის განხორციელების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად.

ჩვენ, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, თუ როგორი სტრუქტურით მოხდება პორტის განვითარება, ასევე წლის ბოლომდე საკონკურსო პირობების ჩამოყალიბება უკვე დასრულებული იქნება. ამასთან დაკავშირებით პირველი პროექტი უკვე არსებობს და შესაბამისად, ამაზე იყო საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ასე რომ, მომავალი წლის იანვრის თვეში ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შერჩევის პროცესს განვახორციელებთ კანონმდებლობის შესაბამისად ისე, რომ 2023 წლიდან ჩვენ დავიწყოთ უშუალო სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება“, – აცხადებს დავითაშვილი.