ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია რამდენიმე კვირაში შეირჩევა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო აწარმოებს ფასგამოკითხვას, რაც რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს.
საერთაშორისო კომპანიამ უნდა განაახლოს პროექტის კომერციული დასაბუთება, რადგან პანდემიიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო, დღის წესრიგში დადგა ტვირთნაკადების განახლების პროგნოზებისა და ბიზნეს მოდელის მომზადება.
უწყების ცნობითვე, კომერციული დასაბუთების განახლების შემდეგ, წლის ბოლომდე დაიწყება ანაკლიის პროექტზე ახალი ინვესტორის შერჩევის პროცედურა საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.