LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანალიტიკოსებმა დაადგინეს, თუ რომელი ავტომობილები გაუფასურდა ყველაზე მეტად

34
news21113

სააგენტო IseeCars-ის ექსპერტებმა 2016 წლის სამოდელო წლის ავტომობილებთან დაკავშირებით 800 ათასზე მეტი ვაჭრობის საქმე შეისწავლეს და დაასახელეს მოდელები, რომელთა ფასიც 5 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ ფასს ყველაზე კარგად იაპონური და ამერიკული მოდელები ინარჩუნებენ.. ასევე სპორტქარები! ამის საწინააღმდეგოდ ევროპული პრემიუმ-სედანები ზედმეტად სწრაფად უფასურდება.

საბაზრო ღირებულების კლების საშუალო მაჩვენებელი 40,1%-ია. ეს შედეგი  – მიკრონაწილების დეფიციტის შედეგია. საქმე ისაა, რომ ახალი მოდელების სიმცირემ, ძველ მოდელებზე ფასის ზრდა გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, არის მოდელები რომლებიც შედარებით ნელა უფასურდება, ფასის 11%-ზე მეტი არ დაუკარგავს Jeep Wrangler-ს. აღნიშნული მოდელი ყველა მაჩვენებლით ლიდერია, გადაყიდვის შემთხვევაში მფლობელები მაქსიმუმ 2,8-3,8 ათას დოლარს თუ კარგავენ. მეორე ადგილზეა Porsche 911, გერმანული სპორტქარის შემთხვევაში დანაკარგი 20,7 ათას დოლარს შეადგენს.

საუკეთესო ხუთეულში შედის Toyota-ს ორი პიკაპი – Tacoma (13,8%) და Tundra (19,5%); დანარჩენი ადგილები Ford Mustang-ის სპორტქარებმა, Chevrolet Corvette-მა, Chevrolet Camaro-მ და Dodge Challenger-მა დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები