LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანალიზები თავიდან აქვს გასაკეთებელი, ოპერაცია 80 000 დოლარი ჯდება“ – 4 წლის ნუცა გაგნიძე, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება, სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა

361
ing (2)

4 წლის ნუცა გაგნიძე, რომელსაც უიშვიათესი დაავადება „ღვიძლის სანაღვლე სადინარების ანთება“ დაუდგინდა, სამკურნალოდ თურქეთში დედასთან ერთად გაემგზავრა.

ნუცას მარტოხელა დედას ექიმებმა 2 კვირის ვადა მისცეს თანხის შესაგროვებლად, სხვა შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება“ – 4 წლის ნუცა გაგნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

როგორც ნუცას დედამ, სალომე ქოჩლაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუ რა რაოდენობის თანხაა საჭირო მკურნალობისა და ოპერაციისთვის.

„ანალიზები თავიდან აქვს გასაკეთებელი და შემდეგ ოპერაცია დაიგეგმება.

გარკვეული თანხა არის, მაგრამ ნუცას ყველაფერი თავიდან აქვს გასაკეთებელი, შესაბამისად, ჯერ არ ვიცით, რა ანალიზებს გაუკეთებენ და რამდენი დაგვჭირდება. ზოგადად, ეს ოპერაცია 80 000 დოლარი ჯდება“, – განუცხადა „ფორტუნას“ ნუცა გაგნიძის დედამ.

ნუცა გაგნიძის მხარდასაჭერად გიზიარებთ საბანკო ანგარიშებს:

საქართველოს ბანკი:  GE36BG0000000469369000 – მიმღები: სალომე ქოჩლაძე.

ლიბერთი ბანკი:  GE19LB0711189587982000 – მიმღები: გვანცა ქოჩლაძე.

თიბისი ბანკი:  GE64TB7429845061600004 მიმღები – ლია თაბუკაშვილი.

 

#ნუცი ?❤️

Posted by Salome Kochladze on ორშაბათი, 08 იანვარი, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g