LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი გახდა (ფოტო)

551
57262769_2511045062239557_1833341936014983168_o

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი საქართველოში. ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი ოპერის დიდი მომღერალია პლაჩიდო დომინგოა. წლების წინ ერთსა და იმავე თეატრის – ნიუ იორკის მეტროლოიტენ ოპერას სცენაზე მე ვცეკვავდი, ის – მღეროდა. მე, როგორც ბალერინამ და ახლა როგორც ხელმძღვანელმა, უფრო მეტად მინდა, გავიტანო საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ, უფრო მეტად შევძლებთ გავაშუქოთ და ვისაუბროთ ჩვენს ისტორიაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე“, – განაცხადა ნინო ანანიაშვილმა.

ევროპა ნოსტრა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების პან-ევროპულიგაერთიანებაა, რომელიც 1963 წელს დაარსდა და დღეისათვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია. ორგანიზაციის მიზანია ევროპის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების შენარჩუნება და დაცვა. ევროპა ნოსტრა ევროპის 50-მდე ქვეყნის 250 კერძო და საჯარო ორგანიზაციას, 150 ასოციაცირებულ და 1500-ზე მეტ ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g