LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანანიძემ სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტა: ტამბოვი იმედით ელოდება, მაგრამ…

102
18010009-10155375710359427-6411881719611348173-n

მოსკოვის „სპარტაკმა“ და 27 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტი გაწყვიტეს. ამაზე კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

შეთანხმება 2021 წლამდე იყო ძალაში.

მიმდინარე სეზონში ჯანომ ყველა ტურნირზე 10 მატჩი ითამაშა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. რუსეთის პირველობაზე სტატისტიკა ასეთია – 6 მატჩი, 0 შედეგიანი მოქმედება და 324 წუთი.
ცოტაა.
Transfermarkt ანანიძეს 800 ათას ევროდ აფასებს.
რა არის დღევანდელ ფეხბურთში ეს თანხა?!

რუსული მედია ანანიძის „ტამბოვში“ გადასვლაზე წერს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა პაველ ხუდიაკოვმა ქართველზე „ჩვენი გაქანების“
არ არისო კი თქვა, მაგრამ მაინც არ გამორიცხავს მის ტრანსფერს.

„რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის შესაფერისი მოთამაშე არ არის. მას უამრავი წინადადება აქვს უცხოეთიდან და არა მარტო თურქეთიდან. ჯანო ევროპულ ვარიანტებს განიხილავს. თუ იქ არ გამოვა, არის შანსი, რომ ჩვენთან მოვიდეს. ეს ჩვენთვის სერიოზული გაძლიერება იქნებოდა“, – თქვა ხუდიაკოვმა.

ანანიძეს „სპარტაკში“ დებიუტი 16 წლის ასაკში ქონდა, 2009 წლის 1 აგვისტოს. პირველი გოლი 17 წლისამ გაიტანა.
2013/14 წლების სეზონი იჯარით „როსტოვში“ გაატარა, 2018/19 წლების სეზონის მეორე ნახევარი „კრილია სოვეტოვში“. 2016/17 წლების სეზონში რუსეთის ჩემპიონი გახდა.

სულ „სპარტაკში“ 146 მატჩი ითამაშა და 16 გოლი გაიტანა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=42&v=PGlu7Yd5yj8&feature=emb_logo

ცოტა ხნის წინ ქართველის თურქულ „დენიზლისში“ გადასვლაზე აქტიურად და ლამის გადაწყვეტილად დაიწერა, მერე „ტამბოვზე“ ითქვა, თუმცა როგორც ირკვევა, ჩვენიანს ევროპული ვარიანტებიც ქონია. ჯანომ დროზე უნდა უშველოს თავს, თორემ ნაკრებში ჩატარებულ ბოლო მატჩებშიც აშკარად ჩანდა, რომ ფორმიდან ამოვარდნილია და ვერც ხეირიანად თამაშობს და უფრო ხელს უშლის.

იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლოს და ბოლოს წავა ევროპაში და ნაწილობრივ მაინც გაამართლებს იმ ავანსებს, რაც მასზე მთელი 10 წელია გაიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები