15 წლის ანასტასია გოგიჩაიშვილმა ფრანგულ „ვოსიში“ ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის არაჩვეულებრივი შესრულება შემოგვთავაზა და ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა.
მისი ეს ვიდეო, რომელიც მანამდე სრულად არ იყო ხელმისაწვდომი, ახლახან ფრანგული „ვოისის“ საუკეთესო შესრულებებს შორის აღმოჩნდა და „იუთუბზე“ სრულად განთავსდა.
ვიდეო: „დღესასწაული ჰქვია ამ ბავშვს“ – 15 წლის ანასტასია გოგიჩაიშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა ფრანგულ საბავშვო „ვოისში“ – ქართველმა მონაწილემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა
შემდეგი ტური უკვე რინგია, სადაც ქართველი მონაწილე კიდევ ორ კონკურსანტთან ერთად იმღერებს და უკვე საკუთარი მენტორის გადაწყვეტილებას დაელოდება.
ანასტასიას დედა, თეა ურიდია ამ სიახლის შესახებ გვაცნობს:
„და, აი, იუთუბზეც დაითო ანასტასიას ნამღერი და ყველა 2024 წლის „ვოისის“ და „ვოის ქიდსის“ მონაწილეც, ვისაც 4 მენტორი შემოუბრუნდა…“
შეგახსენებთ, რომ შემდეგი ტურში უკვე რინგი გაიმართება, სადაც ქართველი მონაწილე კიდევ ორ კონკურსანტთან ერთად იმღერებს და საკუთარი მენტორის გადაწყვეტილებას დაელოდება.