LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატომიის მასწავლებელმა ორიგინალური კოსტიუმი მოირგო, რათა ბავშვებისთვის საგანი უკეთ აეხსნა (ფოტო)

280
anatomia-news333445

ანატომიის ახალგაზრდა მასწავლებელმა, ვერონიკა დუკემ ესპანეთიდან ორიგინალური მეთოდი მოიგონა, რათა საგანი მოსწავლეებისთვის კარგად აეხსნა. ის სპეციალურ ბოდეში გამოეწყო, სადაც ადამიანის ანატომიური აგებულებაა გამოსახული და ასე შევიდა გაკვეთილზე. ახალგაზრდა მასწავლებლის კრეატიულ იდეაზე გამოცემა La Vanguardia წერს და იუწყება, რომ დუკემ ეს სამოსი AliExpress-იდან გამოიწერა. მასწავლებელი ამბობს, რომ ანატომია რთული საგანია და ბავშვებს უჭირთ წიგნებიდან გამოსახულების აღქმა.

როგორ ამბობენ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანელი პედაგოგი საგნის ასახსნელად ორიგინალურ მეთოდებს მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g