LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდერს ფოგ რასმუსენი: უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის არ გაჩერდება, გააგრძელებს მოლდოვაში, საქართველოში

122
ანდერს ფოგ რასმუსენი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც,პუტინი არ უნდა დავამციროთ“, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

აღნიშნულის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ჟურნალ Foreign Policy-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არა, სრულიად არ ვეთანხმები. პუტინს დამცირებისგან ვერ ვიხსნით. პუტინისთვის სახის შენარჩუნების ფასი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე უკრაინაში რუსული ჯარების დამარცხება. ამიტომ ჩემი დასკვნა არის ის, რომ უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის არ გაჩერდება.

ის გააგრძელებს მოლდოვაში, საქართველოში და საბოლოოდ ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაზე ზეწოლას მოახდენს. ამიტომ უკრაინელებმა უნდა გაიმარჯვონ. მათ აქვს ბრძოლის ნება და ჩვენი ვალია, მივცეთ მათ ბრძოლის საშუალება.“ – განაცხადა რასმუსენმა.

ჩვენ პირველი შეცდომა 2008 წელს დავუშვით, როდესაც საქართველოსა და უკრაინას მკაფიო გზა არ შევთავაზეთ: რასმუსენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g