“ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება გარკვეულ გავლენას იქონიებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, NATO – მ პირველი შეცდომა 2008 წელს დაუშვა, როდესაც ალიანსი ბუქარესტში უკრაინისა და საქართველოსთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე ვერ შეთანხმდა.
„რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს, თუმცა მეორე მხრივ, თუ 2008 წელს დაშვებულმა შეცდომამ გავლენა იქონია და დღეს უკვე ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ამის შემდეგ მმართველმა ძალამ, ოპოზიციამ, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს დიდი პასუხისმგებლობა. კანდიდატის სტატუსი შეიძლება მივიღოთ, მაგრამ შესაძლებელია ეს სტატუსი დიდხანს ჰქონდეს ქვეყანას, მაგალითისთვის ისევე როგორც თურქეთს, ალბანეთს“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.