LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეა ბოჩელის ლაივ-კონცერტმა “მუსიკა იმედისთვის” კლასიკური მუსიკის ისტორიაში ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა

273
AndreaBocelli-16-9-1574344152

იტალიელი მაესტროს ლაივ-კონცერტს ,,მუსიკა იმედისთვის”, რომელიც კათოლიკურ აღდგომას მილანის კათედრალურ ტაძარში ჩატარდა, პირდაპირ ეთერში თვალი 2.8 მლნ-მა ადამიანმა ადევნა, კონცერტის ჩანაწერმა კი ,,იუთუბზე” პირველივე დღეს 30 მილიონი ნახვა დააგროვა. ამ მაჩვენებლით ,,გრემის” ხუთგზის ნომინანტმა ანდრეა ბოჩელი მსოფლიო კლასიკური მუსიკის რეკორდი მოხსნა. კლასიკური მუსიკის ისტორიაში არც ერთ კონცერტს აქამდე ამხელა აუდიტორია არ ჰყოლია.

მილანის დუომოში ბოჩელიმ ისეთი კლასიკური ნაწარმოებები შეარულა, როგორებიცაა “Ave Maria” და “Amazing Grace”. ამ დროისათვის ლაივ-კონცერტის ჩანაწერის ნახვების რაოდენობა 36 მილიონს აჭარბებს.

ვიდეო: ,,მუსიკა იმედისთვის” – ანდრეა ბოჩელიმ ცარიელ დუომოში იმღერა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები