LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეი მაკარევიჩისა და მაქსიმ გალკინის კონცერტები საქართველოში გაუქმდა: „აკრძალეს არტისტები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას…“

136
მაქსიმი და ანდრეი

მაქსიმ გალკინისა და „მაშინა ვრემენის“ საქართველოში დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა. ამის შესახებ საიტი biletebi.ge ოფიციალურ განცხადებაში იუწყება. მათ მიერ გავრცელებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ღია წერილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს:

ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

დაუჯერებელია, რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე.

თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ?

სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოჰყვება (მოჰყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას. დღესდღეისობით არტისტების 70%, ვისი ჩამოყვანაც შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი (არა სახელმწიფო დაფინანსებით, რაც საბოლოოდ კორუფციის სახეს იძენს) არის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. ბევრს ეს არ მოსწონს – გასაგებია. დროთა განმავლობაში გავალთ დასავლურ არტისტებზეც, თუმცა ამისთვის საჭიროა არ გავაკოტროთ და მივცეთ განვითარების საშუალება იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს.

მოკლედ, გვჭირდება ზუსტი თამაშის წესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე, თან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მაქსიმალური ზარალის მიყენებით. გვჯერა, რომ სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს და არ გვმტრობდეს“.

მაქსიმ გალკინი სცენაზე უკრაინის  დროშის ფერებში გამოწყობილი გამოვიდა – მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები შოუმენს

24 სექტემბერს თბილისში „მაშინა ვრემენი“ იმღერებს – ანდრეი მაკარევიჩი ქართველ მსმენელს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g