LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანდრი, ტკივილი დაგვიტოვე, რომელიც სიტყვებში ვერ ეტევა, პატარა სიცოცხლე, რომელიც მხოლოდ სითბოსა და სიწმინდეს ასხივებდა, ანგელოზად იქცა“ – „მეგასკოლა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

2176
მეგასკოლა

„მეგასკოლა“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – სასწავლო დაწესებულების ცნობით, გარდაიცვალა სკოლის აღსაზრდელი.

„ანდრი… არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ… და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ ცას ეცლება ფერი.

პატარა სიცოცხლე, რომელიც მხოლოდ სითბოსა და სიწმინდეს ასხივებდა, დღეს ანგელოზად იქცა.

ანდრი, ტკივილი დაგვიტოვე, რომელიც სიტყვებში ვერ ეტევა. ტკივილი, რომელიც გულში სამუდამოდ რჩება… სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე.

დარჩა სიჩუმე, ცრემლები და უსასრულო მონატრება“, – წერია „მეგასკოლის“ მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, პატარას გულთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

💔💔ანდრი… 💔💔💔არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ… და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ ცას…

Posted by მეგასკოლა – MegaSchool on ორშაბათი, 02 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g