„მსურს, ადვოკატებს მადლობა ვუთხრა. ძალიან უცნაური პროცესია, ვერ ვხვდები, რა ხდება“, – განაცხადა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მან მცირე რეპლიკით ისარგებლა.
„ახლა გამახსენდა ჯოზეფ კარლი, ასეთი პერსონაჟი, კაფკასი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის, რა ხდება მის თავს. ეს რომანი არის გაურკვევლობაზე. თვითონ წიგნი აბსურდია, გაურკვევლობის შეგრძნებაზეა. სულ ვფიქრობდი, ეს შეგრძნება როგორ შეიძლება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-მეთქი და რაღაცნაირად მოხერხდა და ერთი მხრივ, ძალიან უცნაურია და საინტერესო.
ერთ რამეს დავამატებ, ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს“, – თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
ანდრო ჭიჭინაძის მიმართვა სასამართლო სხდომაზე"ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არამარტო წარსული, არამედ ის, როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს" | ანდრო ჭიჭინაძის მიმართვა სასამართლო სხდომაზე
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on პარასკევი, 10 იანვარი, 2025
ცნობისათვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე 6 საათზე მეტია რაც მიმდინარეობს.
ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“