LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს: „ანდრო წინა რიგში იდგა, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა რომელ დაზიანებაზეა საუბარი?“

249
ანდრო ჭიჭინაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესზე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს სიტყვით მიმართა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კოტრიკაძემ და მოუწოდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ გამოიყენოს. თუმცა მან ალტერნატივის სახით 1000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

ეკა ბესელია: „ჩვენი იურისტების ჯგუფი იცავს ანდრო ჭიჭინაძეს, ეს სამართლებრივი დავა, თუ აქ არ დასრულდება, საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლებს“

„ანდრო იდგა წინა რიგში, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა. რომელ დაზიანებაზეა საუბარი? ბატონო მოსამართლე, მაინტერესებს თქვენი შინაგანი რწმენა.

თქვენი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ განმუხტოთ ის სიტუაცია, რაც საქართველოში ხდება და გმირად ჩაეწეროთ. ყველა აქცია იწყება მოთხოვნით, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილებით სიტუაცია განმუხტოთ.

ბატონო მოსამართლევ, არ მინდა, თქვენც სანქცირებულთა სიაში მოჰყვეთ, თქვენს რეპუტაციას ვუფრთხილდები.

ანდრო ჭიჭინაძის მიმართ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული. ალტერნატივის სახით 1 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შემოგთავაზებთ.

ანდრო არის მსახიობი, სამარცხვინოა, ასეთი განათლებული, ჭკვიანი ადამიანი, საბრალდებო სკამზე რომ ზის“, – განაცხადა ადვოკატმა ნათია კოტრიკაძემ.

თემურ ჭყონია: „ადამიანები, ვის გამოც დღეს სასამართლო პროცესი მიდის, მხარში საქართველოს მომავალს ედგნენ და საქართველოს მომავლისთვის რომ ადამიანს ასამართლებ, როგორი აგრესიული ფორმითაც არ უნდა გამოეხატა ეს, ჩემთვის მიუღებელია“

ცნობისათვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ წარმოებად მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g