LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „რომ არა აბსურდული ბრალდება, უკანონო პატიმრობა და სამაგალითოდ დასჯის მიზანი – დღეს ანდრო ნაცვლად გლდანის ციხისა, კილიმანჯაროს მწვერვალზე იქნებოდა“

165
ანდრო ჭიჭინაძე

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ანდრო ჭიჭინაძის პროექტის – „შვიდი მწვერვალი: გარდასახვის გზა“ შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

თორნიკე მიგინეიშვილი მინისერიალის პოსტერს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს ანდრო ციხის ნაცვლად, კილიმანჯაროს მწვერვალზე უნდა ყოფილიყო.

„რომ არა აბსურდული ბრალდება, უკანონო პატიმრობა და სამაგალითოდ დასჯის მიზანი – დღეს ანდრო ნაცვლად გლდანის ციხისა, კილიმანჯაროს მწვერვალზე იქნებოდა.

შვიდი მწვერვალი: გარდასახვის გზა“ – ამ დოკუმენტური მინისერიალის მთავარი გმირია ანდრო, რომელიც დერეალიზაციისა და დეპერსონალიზაციის გამოცდილების გათვალისწინებით, ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ჰყვება.ჯერჯერობით განუხორციელებელი პროექტი ბერლინის კინოფესტივალზე ანდროს გარეშე და ანდროს მოლოდინშია.

ანდროს მოლოდინშია ასევე მსოფლიოს შვიდი უდიდესი მწვერვალი, რომელსაც გადაღებების განმავლობაში დაიპყრობს ის.

რაც მთავარია, ანდროს მოლოდინშია ქართველი ხალხი და თეატრი.

პ.ს. პირველ კომენტარად ჟურნალში დაბეჭდილი პოსტერი და მეტი ინფორმაცია The Seven Summits-ის შესახებ“, – წერს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

რომ არა აბსურდული ბრალდება, უკანონო პატიმრობა და სამაგალითოდ დასჯის მიზანი – დღეს ანდრო ნაცვლად გლდანის ციხისა,…

Posted by Tornike Migineishvili on ორშაბათი, 17 თებერვალი, 2025

ცნობისათვის, ანდრო ჭიჭინაძის პროექტის შესახებ, მსახიობის დედამ, ლიკა გუნცაძემ „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

„ანდრო ახლა მთებით არის დაინტერესებული. აქვს პროექტი, რომელიც უკვე დასრულებულია, მისი პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო. საკუთარ თავზე დოკუმენტური ფილმის გადაღება უნდოდა. ძალიან კარგი გუნდი ჰყავს – უნდა მოევლოთ 7 მთა და ეს გადაეღოთ. 10 იანვარს უნდა წასულიყვნენ კილიმანჯაროზე და არ დასცალდა, მაგრამ ამ პროექტს აუცილებლად განახორციელებს, რადგან ამ იდეით არის მოცული“, – აღნიშნავს ანდრო ჭიჭინაძის დედა.

💬 „არც სასამართლოზე დავდივარ, არც წერილებს ვწერ, არ ვარ მზად, ანდროს შუშის გარედან ველაპარაკო“

💬 „არც სასამართლოზე დავდივარ, არც წერილებს ვწერ, არ ვარ მზად, ანდროს შუშის გარედან ველაპარაკო“ 🎭 „ეს თანადგომა წიგნებშიც არ წამიკითხავს, ფილმებშიც არ მინახავს… თურმე, ჩემს შვილს ბოლომდე არ ვიცნობდი, ისეთ სიყვარულს ვგრძნობ, არ ვიცი რით დაიმსახურა“ ⭕️ „ამ ახალგაზრდებს არ უნდათ რუსეთის ჩექმის ქვეშ ცხოვრება, უნდათ განვითარება, განათლების მიღება, საქმის კეთება, გამორიცხულია მათ ეს დათმონ, ბორკილიც რომ დაადონ“ 📽 ანდრო ჭიჭინაძის დედა – ლიკა გუნცაძე „ფორტუნას“ ობიექტივში #fortunage #ფორტუნასთორი

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2025

ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g