LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა – ანდროს პროცესი 5 მარტისთვის გადადო“

140
ანდრო ჭიჭინაძე

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის წინასასამართლო სხდომა 5 მარტისთვის გადაიდო – ამის შესახებ მსახიობის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პროკურატურა 16 იანვრის პროცესის 12 მარტისთვის გადადებას ითხოვს – მიზანი არის უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა – რას წერს ადვოკატი ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე

„სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა – ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის.

ხვალ მოსამართლე ხალხით სავსე საქალაქო სასამართლოში იმსჯელებს დატოვებს თუ არა მსახიობს ციხეში.

პროცესის დრო – 10:30 საათი.

შევხვდებით პროცესზე“, – წერს თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა – ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის. ხვალ…

Posted by Tornike Migineishvili on ოთხშაბათი, 08 იანვარი, 2025

ცნობისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი – „საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა თავხედობა, ანდრო ჭიჭინაძისთვის ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა, მონაწილეობას ედავებიან“

„ანდროს გარეშე სცენას ვერ დავუბრუნდებით“ – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დაგეგმილ სპექტაკლებს აუქმებს

მსახიობების ვიდეომიმართვები: „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სისტემის ყველა უკანონო პატიმარს! ძალა ერთობაშია!“ – ცნობადი სახეები ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g