„ყველა დედის სახელით და თხოვნით მივმართავ ბანკის ხელმძღვანელობას, რომ არ შეუშალონ ხელი იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ნება აქვთ და უნდათ, რომ გაიფიცონ“, – განაცხადა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ, რომელიც მწერალ ლაშა ბუღაძესთან და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დღეს „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორს ხვდება.
როგორც „საქართველოს ბანკის“ დირექტორთან შეხვედრამდე, ლიკა გუნცაძემ ჟურნალისტებთან გაგაცხადა, მას სურს მკაფიო პასუხი და გარანტია, რომ ბანკის ის თანამშრომლები, რომლებსაც სურთ, 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ – არ დაისჯებიან.
„მინდა მკაფიო პასუხი იმაზე, რომ ის თანამშრომლები, ვინც გაიფიცებიან – არ დაისაჯონ, ამას ვითხოვ და მოვითხოვ, თუ გინდათ, რომ პატიმრის მშობლებს, პატიმრებს გვერდით დაუდგეთ, ამით ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ.
აქ მორალური ამბავია და მგონია, რომ ყველა შევა ჩვენს მდგომარეობაში“, – განაცხადა ლიკა გუნცაძემ.
ცნობისათვის, 15 იანვარს, 15:00 საათზე, 3 საათის განმავლობაში დაანონსებულია გამაფრთხილებელი გაფიცვა სახელწოდებით „იფიცება საქართველო“.