ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძისთვის შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას, საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ხვალ, 10 იანვარს გადასინჯავს.
სწორედ ხვალინდელ სხდომაზე გადაწყდება, ანდრო ჭიჭინაძე წინასასამართლო სხდომამდე პატიმრობაში დარჩება, თუ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, წინასასამართლო სხდომა 5 მარტისთვის გადაიდო. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლე გადაწყვეტს, დაიწყოს თუ არა საქმის არსებითი განხილვა.
10 იანვარს ჩანიშნულ სხდომას სოციალურ ქსელში ეხმიანება ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე და წერს:
„ხვალ 10:30 გაიმართება პროცესი საქალაქო სასამართლოში. რაც მეტი ხალხი უგულშემატკივრებს ანდროს, უკეთესი“, – წერს ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში.
ხვალ10.30 გაიმართება პროცესი საქალაქო სასამართლოში . რაც მეტი ხალხი უგულშემატკივრებს ანდროს უკეთესი❤️
Posted by Lika Guncadze on ოთხშაბათი, 08 იანვარი, 2025
ცნობისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.