LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ხელაძე: „მეტსახელი „მანქანა“ სრულყოფილად გამოხატავს მერაბს, ერთადერთი, რასაც ჩავასწორებდი ისაა, რომ მანქანას გრძნობები არ გააჩნია, მერაბი კი ყველაზე გულიანი ადამიანია, ვინც სპორტში მინახავს“

265
მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში სპორტული კომენტატორი ანდრო ხელაძე ეხმაურება.

როგორც ხელაძე წერს, მერაბმა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი შოუ გვაჩვენა – იმის ფონზე, რომ საერთოდ არ დაღლილა, მეტოქეს ხან საჩვენებელი თითით დასცინოდა, ხან ხორუმის ილეთებით გვართობდა და მაყურებლებსაც ეჭორავებოდა.

ამასან, კომენტატორი აღნიშნავს, რომ მერაბის მეტსახელი – „მანქანა“ იდეალურია, რადგან სრულყოფილად გამოხატავს სპორტსმენს, თუმცა ამასთანავე, ანდრო ხელაძე წერს, რომ მერაბი ყველაზე გულიანი ადამიანია, ვინც კი მას სპორტში შეხვედრია.

„ბოლო 2 რაუნდში უმარ ნურმაგომედოვი ისეთ დღეში იყო, მეგონა თავისით წაიქცეოდა. იმდენად დაღლილი იყო, ოქტაგონზე ვინმეს სკამი რომ შემოეტანა, შეიძლება ავტომატურად დამჯდარიყო. აღარ შეეძლო.

ამ დროს, 5 წლით უფროსი მერაბი საერთოდ არ დაღლილა, ოფლი არ დაუღვრია. უმარს ხან საჩვენებელი თითით დასცინოდა, ხან ხორუმის ილეთებით გვართობდა და პარალელურად, ცხადია მაყურებლებსაც ეჭორავებოდა, შოუზე ზრუნავდა – თავის სტილში.

5 რაუნდიანი, დაძაბული ბრძოლის მერეც კი ენერგიით სავსე იყო, ვინმეს მარათონზე სირბილი რომ შეეთავაზებინა, ეჭვი არ შეგეპაროთ – უპრობლემოდ დათანხმდებოდა და ყველაზე მეტს ირბენდა.

მართლა რაღაც ანომალიასთან გვაქვს საქმე. ლაბორატორიაშია წასაღები ამ კაცის სხეული. რანაირად ახერხებს ამას? ასეთი გამძლეობა მსოფლიოში ვინმეს აქვს?

ამიტომაც ამბობენ, რომ იდეალური მეტსახელი აქვს. მანქანა სრულყოფილად გამოხატავს მერაბ დვალიშვილს. ერთადერთი, რასაც ჩავასწორებდი ისაა რომ მანქანას გრძნობები არ გააჩნია, მერაბი კი ყველაზე გულიანი ადამიანია, ვინც სპორტში მინახავს.

ბევრს გვეშინოდა. ბუნებრივიც იყო – ნატკენი ფეხი, არასასურველი თარიღი, უსამართლო მსაჯობის მოლოდინი, წნეხი… ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს კაცი წლებია საქართველოს LITERALLY გულით ატარებს, რუსეთის დროშიან კაცთან რანაირად წააგებდა?

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ისტორიაში დარჩება, როგორც უნიკალური მებრძოლი. უმარ ნურმაგომედოვი – როგორც ხაბიბის ბიძაშვილი,“ – წერს ანდრო ხელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g