უახლოეს მომავალში, Android Beta Program-ის ფარგლებში, მორიგი განახლების ტესტირება დაიწყება. მოწყობილობები, რომლებიც სისტემურ განახლებას მიიღებენ უკვე ცნობილია. ლოგიკურია, მათი ჩამონათვალი რამდენიმე Nexus დივაისით შემცირდა.
მოწყობილობები, რომლებიც მიიღებენ ახალ სისტემას:
Pixel, Pixel XL, Pixel C, Nexus 5X, Nexus 6P და Nexus Player-ია. რაც შეეხება Nexus 6-სა და Nexus 9-ს, სამწუხაროდ, ისინი განახლების გარეშე დარჩებიან. ბეტა-ტესტირების რეჟიმში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გადმოწერეთ ბილდი აი აქ.
7.1.2 ვერსია უამრავ ცვლილებას შეიცავს. მათ შორისაა როგორც ოპტიმიზაცია, ასევე გამოსწორებული სისტემური შეცდომები, რომელთა შესახებაც კომპანია Google-მა რეპორტი დიდი ხნის წინ გაავრცელა:
- შავი ეკრანი, რომელიც სისტემის ლოგოს გაქრობისას ჩნდებოდა ხოლმე;
- WiFi-ს ავტომატური გათიშვა, აპლიკაციის დაინსტალირებისას;
- SMS მესიჯების ქლაუდიდან აღდგენის პრობლემა სხვა დივაისის შეძენის შემთხვევაში;
- არასახარბიელო WiFi კავშირი;
- ინტერფეისის არევა, გადანაცვლებული აიქონები;
- Pixel Launcher-ის არასწორი მუშაობის რეჟიმი, განსაკუთრებით აპლიკაციების ძებნის შემთხვევაში;
- სწრაფი პარამეტრების ღილაკის პრობლემა (Pixel C-ს შემთხვევაში).
სისტემის განახლების ფინალური ვერსია 2 თვის შემდეგ შედგება.