LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Android-ის ოპერაციული სისტემა ფასიანი გახდება, მასზე მომუშავე გაჯეტები კი გაძვირდება

113

მიმდინარე წლის სექტემბერში Google ოპერაციული სისტემა Android-ის 10 წლის იუბილეს იზეიმებს.

აღნიშნული პლატფორმა საუკეთესოა მსოფლიოში, მასზე მომუშავე მოწყობილობების რიცხვი კი  მილიარდს აჭარბებს. თუმცა ცნობილი ხდება, რომ საძიებო გიგანტმა, შესაძლოა, რადიკალურ გზებს მიმართოს.

ცნობილია, რომ Android-ის გამოყენება ყოველთვის უფასო იყო, მაგრამ შესაძლოა, ეს მიდგომა შეიცვალოს. იმ შემთხვევაში თუ კომპანიებს ოპერაციულ სისტემებზე გადასახადი დაეკისრებათ, გაძვირდება მასზე მომუშავე გაჯეტების ღირებულებაც.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენად რეალურია ეს ცვლილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები