მობილური ტელეფონები საკმაოდ ხშირად იკარგება სანაპიროზე, შემთხვევით ვარდება აუზში ან უნიტაზში. ყოველწლიურად ასე 82 მილიონი მობილური გამოდის მწყობრიდან. წარმოგიდგენთ Android-სმარტფონს, რომელიც მარტივად გადაჭრის ამ პრობლემას. ის წყალში არ იძირება. სიახლე სახელად Comet კალიფორნიაში შეიქმნა.
პროექტმა სტარტი საიტზე Indiegogo აიღო, სადაც უკვე საკმაოდ დიდი თანხაც შეაგროვა. ჩაუძირავი სმარტფონი 4,7 დუიმიანი ეკრანით, 16 მეგაპიქსელიანი კამერით, 8 ბირთვით და 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით ნამდვილად მოგაწონებთ თავს. როგორც DailyMail იუწყება, ტელეფონი გამოიყენებს სამხედრო დონის კრიპტოგრაფიულ დაცვას, 100% დაცვა კი ხდება მაშინ, როცა საუბარი ერთი და იგივე აპარატიდან ხორციელდება. Comet-ის გამოშვება იგეგმება მომავალი წლის აპრილში და მისი ფასი 399 დოლარი იქნება.
https://www.youtube.com/watch?v=AYMkFLQV218