LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Android თუ iPhone (ყველაზე ობიექტური განხილვა)

977

სმარტფონების ბიზნესში ორი მობილური ოპერაციული სისტემა დიდი ხანია ერთმანეთს ებრძვის. არა არის ახალი, რომ ეს გიგანტური კონკურენცია, არა მხოლოდ კომპანიების ფარულ დაპირისპირებას, არამედ მომხმარებლების ერთმანეთის მიმართ ხელჩართულ ბრძოლაშიც გადასულა. CNN-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, სადაც ორი სისტემის პლუსებისა და მინუსების მიხედვით განმარტა თუ რა მიმართულებითაა კარგი iOS ან Android-ი. (სტატიის ორიგინალი ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ)

– მაშ ასე, პირველი შედარება შეეხება მობილური ტელეფონის ძირითად ფუნქციას – ესაა ზარის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ Android-ის სტანდარტული Dialer-ი საკმაოდ გამართულად მუშაობს და ფავორიტებსა თუ ხშირად აკრებილ ნომრებს საკმაოდ კარგად ახარისხებს, iPhone-ის facetime-ი მაინც უპირობო ლიდერია. რის გამოც, ამ შემთხვევაში iOS-ია გამარჯვებული.

Login-ი. სმარტფონის განბლოკვის ფუნქცია, რომელიც ორივე სისტემას საკმაოდ დახვეწილი და სწრაფი აქვს, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, iPhone-ის ანაბეჭდის სენსორი გაცილებით სწრაფად და შეუცდომლად მუშაობს, ვიდრე Android-ის, სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაშიც, გამარჯვებული iOS-ია.

– დროის შემოწმების ფუნქცია და ბლოკი სმარტფონზე. თითქმის ორივე ოპერაციული სისტემა საკმაოდ სწრაფად რეაგირებს Unlock-ის ღილაკზე ხელის დაჭერისას, თუმცა, სხვადასხვა რეჟიმების წყალობით, როგორიცაა მაგალითად Android DayDream Feature, მწვანე რობოტი მოწინავე ლიდერია.

– შემდეგი შეჯიბრი შეეხო ფოტოების გადაღებასა და ფოტო-სერვისს. მართალია, iOS-ის კამერა გაცილებით წარმადი, სწრაფი და სწორია კადრის დაფიქსირებისას და Android-ის გამუდმებული მოდიფიკაციები, სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოთავაზებული წარმოუდგენლად ამაზრზენი კამერის ინტერფეისი გაცილებით უკან წევს სისტემის პოპულარობას ფოტომოყვარულებში, თუმცა, ქლაუდ სერვისებში Google Photos წარმოუდგენლად კარგი სერვისია, განსხვავებით iCloud-ისგან, რაც ნამდვილი კოშმარია ყველა ეფლომანისთვის.

– კლავიატურა და წერა. Apple თითქმის არასოდეს ცვლის საკუთარ კლავიატურას და დამკვიდრებული სტანდარტები ზოგადად მომხმარებლებზე კარგად აისახება ხოლმე, თუმცა აღსანიშნავია კომპანიის აბსოლუტური უვიცობა დიდი და პატარა ასოების შემთხვევაში, რომელიც ბოლო განახლებამდე მოგვარებული არ იყო. განსხვავებით Android-ისგან, რომელიც პირველივე ვერსიიდან მოყოლებული დიდი და პატარა ასოების რეჟიმს გვთავაზობს. დღეს, რახან ვაშლმაც უკვე მოაგვარა ეს პრობლემა, მათი ამ კონსისტენციით შეჯიბრება უვიცობის ტოლფასია, ამიტომ დღევანდელი მოცემულობით, Android-ის GBoard-ისა და Apple-ის სტანდარტული კლავიატურის შედარება მოვახდინეთ. ტესტმა აჩვენა რომ Android-ის კლავიატურა გაცილებით წარმადი, სწრაფი და ინტუიციურია, ვიდრე Apple-ის კლავიატურა, რომელსაც ქართული კლავიატურის ფუნქციის დამატება მანუალურად სჭირდება.

– შეტყობინებები (იგივე Notifications): მიუხედავად იმისა, რომ iOS-ი Live Notification-ებს გვთავაზობს, Android-ის შეტყობინებების პანელი გაცილებით წარმადია კონტროლირებადი ფუნქციით, რომელიც Notification-ების პრიორიტეტულად  დახარისხების გარდა მათი ერთი ხელის მოსმით გასუფთავებას გვთავაზობს.

– მუსიკები და Podcast-ები – Android-ს არაჩვეულებრივი სერვისი აქვს, რომელიც უფასოდ უამრავი მუსიკის მოსმენას გვთავაზობს სტრიმინგ რეჟიმში, რაც iOS-ზე ფასიანი სერვისია, თუმცა, დახარისხების, მინიმალიზმით, სისწრაფითა და წარმადობით Android-ის მუსიკალურ სერვისს Apple Music ჯობია.

– ელექტრონული ფოსტის სერვისი – ეს ის შემთხვევაა, როცა შედარებაც კი სირცხვილია, რადგან, Android-ის Gmail უნაკლო მეილის აპლიკაციაა, რომელიც არამხოლოდ 1 არამედ რამდენიმე ექაუნთის სისტემას გვთავაზობს.

– რუკები და ნავიგაცია: Google Maps არის უალტერნატივო რუკების აპლიკაცია, რომელიც ყველაზე ზუსტ, კორექტულ ნავიგაციას გვთავაზობს. სერვისი უკონკურენტოა ამ ბიზნესში. Google Maps Android-ის სისტემის სტანდარტული აპლიკაციაა, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც უპირატესობა Android-ის მხარეს იხრება.

– კონტაქტების წიგნი: პროგრამა გაცილებით წარმადი და ინტუიციურია, ვიდრე Apple-ის კონტაქტები. შესაბამისად გამარჯვება ამ შემთხვევაშიც Android-ის მხარესაა.

– ძებნის სისტემა: მართალია, Google-ი საძიებო კომპანიაა და ამ საქმეში მისი კონკურენტი ფიზიკურად ვერც ერთი კომპანია ვერ იქნება, თუმცა კონკრეტული ფრაზის ძებნისას, Apple-ი გაცილებით მეტ შემოთავაზებებს აკეთებს ვიდრე Google-ი.

– ვიბრაციის რეჟიმზე გადართვა: iPhone-ის შემთხვევაში აღნიშნული ფუნქცის გააქტიურება გაცილებით მარტივად და სწრაფად ხდება, ვიდრე Android-ის პლათფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ ,,მწვანე რობოტის’’ ვიბრაციის რეჟიმი გაცილებით მრავალფუნქციურია (სხვადასხვა სახის შეტყობინებების მიმართ), Apple უდავო გამარჯვებულია მისი სიმარტივის გამო.

– პერსონალური ასისტენტი (Siri VS Google Assistant): პერსონალური ასისტენტების ბიზნესში Apple-ი მოწინავე პოზიციას იკავებს. გაცილებით მეგობრული და ინტელექტუალური Siri უამრავი ასპექტით Google Assistant-ს ჯობია. ვაშლის პერსონალური ასისტენტი უკვე შეფასდა როგორც ყველაზე ძლიერი პერსონალური ასისტენტი ამ ეტაპზე.

– მიუხედავად იმისა, რომ Android-ის მესიჯების სტანდარტული აპლიკაცია გაცილებით სწრაფად მუშაობს, მისი კონკურენტის – Apple-ის Message Client-ი მეტ ფუნქციებს გვთავაზობს. iMessage როგორც აპლიკაცია, ხშირად ცალკეული მომხმარებლების ერთგვარი ბერკეტი ხდება ხოლმე, რის გამოც ისინი სისტემას ვერ ტოვებენ.

– მარკეტი – ორივე პლათფორმის მარკეტი აპლიკაციების სიუხვით გამოირჩევა, თუმცა, Android-ის Google Play Store-ი, გაცილებით უკეთესად ახარისხებს მომხმარებლის მოწონებებისა და გადმოწერების მიხედვით საჭირო აპლიკაციებს ვიდრე iTunes-ი.

შეჯიბრის შედეგები შემდეგია: ერთი და იგივე კლასის Android-ის დივაისსა და Apple-ის ფლაგმანური მოდელის შეჯიბრებისას, Google-ის მწვანე რობოტი უპირობო ლიდერია. როგორც ჩანს, Apple არც ისე იდეალურ სისტემას გვთავაზობს, როგორსაც გავრცელებული მოსაზრება iOS-ის სტაბილურობის შესახებ გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები