ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მიმდინარე თვეში დაგეგმილ სპექტაკლებს აუქმებს.
ამის შესახებ თეატრი განცხადებას სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ თეატრი საკუთარი დასის წევრის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის გარეშე სცენას ვერ დაუბრუნდება.
„ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ,
8,9,20,21 / 01 „მე გადმოვცურავ ზღვას“
13 / 01 „ალუბლოს ბაღი“
22 / 01 „მეფე ლირი“
გ ა უ ქ მ დ ა !
ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით.
ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე ტკტ ჯი ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი )
გილოცავთ შობას. იმედია, მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ 8,9,20,21 / 01 "მე გადმოვცურავ ზღვას" 13 / 01 " ალუბლოს ბაღი" 22 / 01 " მეფე…
Posted by ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი Vaso Abashidze State New Theatre on სამშაბათი, 07 იანვარი, 2025
ცნობისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.