LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანეტა ნიკურაძე: „4 წელია, მათ ოჯახში ვარ და არასდროს მინახავს ნატო, როგორც დედამთილი…“ – ნატო გელაშვილი რძალს საჩუქრებით ანებივრებს

491
ნატო გელაშვილი ვაჟთან ერთად

ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟის, გიორგი ჭოხონელიძის მეუღლე, ანეტა ნიკურაძე ჟურნალ „სარკესთან“ დედამთილთან ურთიერთობაზე საუბრობს.

„შეიძლება, ვინც ამას წაიკითხავს, თქვას, რა ამბავია ამდენი ქებაო, მაგრამ მართლა კარგის მეტი არაფერი მეთქმის. შეუძლებელია, ერთმანეთის ყველაფერი მოგვწონდეს, იდეალურები არავინ ვართ, მაგრამ ორივე მხრიდან ყოველთვის არის ის განწყობა, რომ ერთმანეთს ვუფრთხილდებით. ის ურთიერთობა და ჰარმონია, რაც ჩენს ოჯახში შეიქმნა, ნატოს დიდი დამსახურებაა. თავისთავად მეც ვცდილობ, ეს ყველაფერი შენარჩუნდეს და უფრო და უფრო გარღმავდეს.

ნატო თვითონ ისეთი ადამიანია, რომ შეუძლებელია, არ იმეგობრო. 4 წელია, მათ ოჯახში ვარ და არასდროს დამინახავს ნატო, როგორც დედამთილი, პირიქით, როგორც ქალი, ყოველთვის გვერდში მიდგას. გაცნობის პირველივე დღიდან მისგან განსაკუთრებულ მზრუნველობას და ყურადღებას ვგრძნობდი, საჩუქრებით მანებივრებდა. მეც ყოველთვის ვცდილობდი, მზრუნველობა და ყურადღება არ მოჰკლებოდა და დღემდე ასე გრძელდება. არ არსებობს რაიმე დღესასწაული, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ ყურადღება არ გამოვიჩინოთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g