LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ბებია: „ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია…“

1592
ani da ilo news

მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი ორი წელია, ერთად არიან, მაგრამ როგორც ანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, ჰგონია, რომ დიდი ხანია, ერთად არიან.

„მე და ილომ ერთად იმდენი რამ გადავიტანეთ, რომ ასე მგონია, 10 წელი ერთად ვართ. ილო ჩეთვის გმირია. რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს, თვითონ ილოს როცა მოუნდება და ამის დრო დადგება, თავად ისაუბრებს საჯაროდ. მე სრულიად გაცნობიერებულად ვამბობ, რომ ეს ადამიანი არის გმირი!

რა თქმა უნდა, შეცდომები ყველას მოსდის და მერე ჩვენ ამ შეცდომებს ერთმანეთს ვაპატიებთ თუ არ ვაპატიებთ, ეს უკვე ცალკე თემაა. ურთიერთობაში ცუდი პერიოდიც გვქონია, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ. დღეს ჩვენს ურთიერთობაში ძალიან კარგი ეტაპია“, აღნიშნავს ანი ბებია ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g