LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერი: „ჩემს ყოფილ მეუღლეს თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი… ჩემი შვილების აღზრდაში რამდენიმე ოჯახია ჩართული, მათ შორის, ჩემი ყოფილი დედამთილ-მამამთილიც…“

1121
ანი გიუნტერი

ანი გიუნტერი ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ აქამდე არასდროს ჰყვარებია და დიდ სიყვარულს ახლა ელოდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ფრაზა მის ყოფილ მეუღლეს ხომ არ ეწყინება, ტელეწამყვანი ასე პასუხობს:

„ჩემს ყოფილ მეუღლეს თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი… როდესაც საქმე წარსულს ეხება, აღარ ვფიქრობ, რა გრძნობები იყო, როგორი იყო სიყვარული. დღეს ამ წუთას ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს სიყვარული ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა…

თქვენი სტატუსი დღეს მარტოხელა დედაა. თავიდან რთული იყო ამ სტატუსის გათავისება?

რაღა მარტოხელა, ჩემი შვილების აღზრდაში რამდენიმე ოჯახია ჩართული, მათ შორის, ჩემი ყოფილი დედამთილ-მამამთილიც. უნამუსობა იქნებოდა, მეწუწუნა მარტოხელა დედობაზე. ჩვენმა ოჯახებმა ისე მოახერხეს ყველაფრის დალაგება, რომ ბავშვებისთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი. არასდროს მიგრძნია მარტოხელა დედობის სირთულეები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები