ტელეწამყვან ანი გიუნტერს მამა გერმანელი ჰყავს. ანი ჟურნალ „სარკესთან“ გერმანელ ნათესავებთან ურთიერთობაზე საუბრობს.
„გერმანელმა ნათესავებმა თავად მომძებნეს და მიპოვეს. ბერლინშიც ვიყავი ჩასული. შარშან მე და ჩემი შვილები მამაჩემის ნათესავებმა ბერლინში საშობაოდ მიგვიწვიეს. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ბედნიერი ვიყავი, რადგან დიდი სითბო ვიგრძენი. ჩემი შვილები ნამდვილ გერმანულ ოჯახში იყვნენ და ეს ოჯახი მათიც იყო. იმდენად თბილად მიგვიღეს, შვილებმა მითხრეს, ბერლინში ვიყავით თუ ზესტაფონში, ვერ გავიგეთო“.