LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერი წონის გამო ბულინგის მსხვერპლი გახდა: „ჩემს ცხოვრებაში სტრესი მუდმივ ხასიათს ატარებს. ეს დაკავშირებულია ოჯახურ პრობლემებთან და სულ ბრძოლაში ვარ…“

960
ანი გიუნტერი

ტელესახე ანი გიუნტერი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული იმედგაცრუებების შესახებ, ასევე ბულინგზე, რომელიც მომატებული წონის გამო მიიღო.

ანი გიუნტერი:

ჰარმონიულად კი ვიყავი ჩემს წონასთან, მაგრამ როცა ერთ დღეს ვერც ერთ ჩემს სამოსში ვერ ჩავეტიე, მივხვდი, რომ განგაშის ზარები უნდა ჩამერთო. ელასტიკი მუხლს ზემოთ რომ არ ამომივიდა, იქ უკვე ჩემი ჰარმონია დაირღვა. სასწორზე რომ დავდექი, მართლა თავზარი დამეცა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პანიკაში მაინც არ ჩავვარდნილვარ, მივმართე ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. უბრალოდ, ჩემი მინუსია, რომ ბოლომდე ვერასდროს მივიყვანე შედგენილი პროგრამა.

ღმერთმა დამინდო და სასწორზე 90 კილო არ დაიწერა. როცა ავიწონე და შოკი მივიღე, 89,9 ეწერა. არადა, ადრე 80 თუ დაიწერებოდა, მაშინვე მკაცრ დიეტაზე გადავდიოდი…

ყველაფერ ამას ერთვოდა საზოგადოების მხრიდან პირდაპირი ბულინგი. ქუჩაში მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, უი, როგორ მოგიმატებია წონაშიო. მაღაზიაშიც კი, როცა შევდიოდი, მეუბნებოდნენ, თქვენი ზომა არ არისო…

რას უკავშირებთ წონის გაქცევას? არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ ეკრანზე აღარ ხართ და ამოვარდით კალაპოტიდან?

ამ ყველაფერს ვუკავშირებ ძალიან დიდ სტრესს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო ჩემს ცხოვრებაში და ამაზე საუბარი არ მინდა.

ჩემს ცხოვრებაში სტრესი მუდმივ ხასიათს ატარებს. ეს დაკავშირებულია ოჯახურ პრობლემებთან და სულ ბრძოლაში ვარ…

ძალიან ბევრი იმედგაცრუება მივიღე ადამიანებისგან, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში. 42 წლის განმავლობაში არ მიმიღია იმდენი იმედგაცრუება და ღალატი, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში. ეს იყო ადამიანების ჯგუფი, რომელთა სიყვარულსა და ერთგულებაში დარწმუნებული ვიყავი, ამიტომ მათგან იმედგაცრუება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g