ანა გიუნტერი 26 წლის წინ მომხდარი ამბის შესახებ წერს. ამ დღეს მას მამა გარდაეცვალა. როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, ამ ფაქტს დღემდე ვერ შეეგუა.
ანა გიუნტერი:
“26 წელია ვცდილობ, 26 ნოემბერი გახდეს ჩვეულებრივი დღე… გუშინაც,გადაცემის მისალმების ჩაწერისას ათასჯერ გავხსენი ტექსტი და ვერ ჩავწერე 26 ნოემბერი, ახლაც ცარიელია…
არადა, ყოველთვის წამყვანის ტექსტი სტანდარტულია – დღე, რიცხვი და მერე რაც გულს მოესურვება. ყველაზე არასტანდარტული მამა მყავდა და ამიტომ მეპატიება არასტანდარტული მისალმებაც. ათას რამეს მოვიმიზეზებ , რომ დღე გადავაგორო, მაგრამ 26 წელია, ვერ ვხვდები მიზეზს, როგორ ვსუნთქავ უშენოდ…
ალბათ, შენ მაცოცხლებ, მა, როგორც მაჩუქე ეს სიცოცხლე… არ ვიცი, ყველაფერზე პასუხი შენ იცოდი ხოლმე სხვებზე ზუსტად და ახლაც, ნება მომეცი, უბრალოდ, ვიტირო და დავრჩე იმ ბავშვად, რომელსაც მაგრად აკოცე და სამუდამოდ დაემშვიდობე… მიყვარხარ”.