ტელეწამყვანი ანი გიუნტერი იმ ადამიანებს შეუერთდა, რომელმაც ჩინური ვაქცინით აცრა გადაწყვიტეს. როგორც ჩანს, ტელესახემ თბილისში ადგილი ვერ გამონახა, როგორც ბევრმა სხვამ, რადგან ადგილები „სინოფარმზე“ დედაქალაქში ძალიან დიდი სისწრაფით შეივსო, თუმცა ვაქცინაცია მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩაეწერა და დღეს აცრა გაიკეთა.
ტელესახემ ახლახან სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც ვაქცინაციის პროცესია ასახული.
ანი გიუნტერი წერს:
„ქუთაისი. აცრისთვის შევარჩიე მაისური წარწერით „კურო”. აბა, დამაკვირდით, შემდეგ თუ შემეცვლება ხასიათი“.