ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ სტატუსს იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე და როგორ მოქმედებს ანტიბიოტიკები და რატომ არ არის მათო მოხმარება დასაშვები ხშირად. ანი ქავთარაძე იმასაც დასძენს, რომ ანტიბიოტიკი ვირუსზე ზეგავლენას არ ახდენს, მათ შორის, არც კოვიდ-19-ზე.
„ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ამბავი მესმის იმის შესახებ, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტები ბინაზე, თვითნებურად ან რჩევით იღებენ სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკს.
ამიტომ, გადავწყვიტე მოგიყვეთ, რას წარმოადგენს წამლების ეს ჯგუფი, როდის და რატომ გამოიყენება!
პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რა არის ბაქტერია და რა ვირუსი:
ბაქტერიები: 0,1–10 მიკრონის სიგრძის, ერთუჯრედიანი ორგანიზმებია. თითეული პათოგენს განსხვავებული და დამახასიათებელი ურთიერთობა აქვს მასპინძელ ორგანიზმთან. მრავალი თანაცხოვრობს ჩვენთან ერთად. თუმცა, თუ ბაქტერია პარაზიტულ თანაცხოვრებას აირჩევს, ისინი განიხილებიან უკვე, როგორც პათოგენები და საბოლოოდ იწვევენ სხვადასხვა სახის დაავადებას.
ვირუსები: 20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ნაწილაკებია, არ აქვს უჯრედოვანი აგებულება და მას გამრავლება მხოლოდ ცოცხალი უჯრედის შიგნით ძალუძს. ვირუსები ცილის გარსით შეფუთული გენეტიკური ინფორმაციის მატარებლები არიან, რომლებიც აინფიცირებენ ცხოველებს, მცენარეებს, სოკოებს და ბაქტერიებსაც კი. ისინი, ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, მასპინძელს აიძულებენ ამ ვირუსის ასეულობით ასლის წარმოქმნას, რაც ზოგჯერ მასპინძლი უჯრედის სიკვდილს იწვევს.
რა არის ანტიბიოტიკი?
ანტიმიკრობული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული, ხაზს ვუსვამ, ბაქტერიული და არა ვირუსული ინფექციის მკურნალობისა და პრევენციისთვის. მათ შეიძლება მოკლან ბაქტერია ან შეაჩერონ მისი ზრდა. ანტიბიოტიკის ისტორია არც ისე დიდი ხნის წინ იწყება – მე-20 საუკუნის 30-იან წლებში.
მისი მოქმედების მექანიზმებით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ გეტყვით-
ანტიბიოტიკები ა რ არის ეფექტური ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.
არარაციონალურად გამოყენებული ანტიბიოტიკი განაპირობებს რეზისტენტობას(გამძლეობას) ანტიბიოტიკზე.
მარტივად რომ აგიხსნათ, თუ კი თქვენ არამიზნობრივად გამოიყენებთ ანტიბიოტიკს, ბაქტერია შეძლებს მის შემოდგომში ამოცნობას და დახვდება ბევრად უფრო ძლიერი და მდგრადი. შესაბამისად, თუნდაც სხვა ორგანიზმის ინფიცირება უკვე “შეიარაღებული” ბაქტერიით განაპირობებს დაავადების ისეთ მიმდინარეობას, რომელიც აღარ ექვემდებარება ამ, კონკრეტული ჯგუფის ანტიბიოტიკებს. რა დროსაც საჭირო ხდება სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკის დანიშვნა. არსენალი კი არც ისე დიდია.
ბაქტერიის შტამებს შეუძლიათ განიცადონ მუტაცია (ცვლილება) და დროთა განმავლობაში გახდნენ რეზისტენტული სპეციფიკური ანტიბიოტიკის მიმართ. ამის შანსი განსაკუთრებით იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ანტიბიოტიკოთერაპიის კურსს ბოლომდე არ გაივლის, რადგან ამ დროს ბაქტერიების ნაწილი ივითარებს პრეპარატის მიმართ რეზისტენტობას.
ანტიბიოტიკები ასევე ანადგურებენ ჩვენს ორგანიზმში მცხოვრებ სასარგებლო ბაქტერიების შტამებს, ამიტომ რეზისტენტული ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან და ჩაანაცვლებენ მათ.
ბოლო წლების განმავლობაში ანტიბიოტიკების ჭარბად მოხმარება გახდა მათ მიმართ რეზისტენტობის განვითარების ძირითადი მიზეზი. ამ ჯგუფის პრეპარატებს იყენებდნენ და იყენებენ ისეთი უმნიშვნელო პათოლოგიების დროს, რომელთა მკურნალობა არ იყო აუცილებელი. ამან გამოიწვია ე.წ. სუპერბაქტერიების (’superbugs’) აღმოცენება. ესენი არიან ბაქტერიის შტამები, რომელთაც მრავალი ტიპის ანტიბიოტიკების მიმართ განივითარეს რეზისტენტობა (გამძლეობა).
აქედან დასკვნა:
ანტიბიოტიკი არ მოქმედებს არც კოვიდ-19ზე! რადგან დაავადება გამოწვეულია ვ ი რ უ ს ი თ SARS-COV-2ი, შესაბამისად, თუნდაც პნევმონია(ფილტვის ანთება),რომლის გამომწვევიც აღნიშნული ვირუსია, ა რ განიკურნება ანტიბიოტიკოთერაპიით!
✅უ მიიღებთ ანტიბიოტიკს არამიზნობრივად! ! !
ეს საფრთხეს გიქმნით არამარტო თქვენ, არამედ ზოგადად, პოპულაციას- ადამიანს!!!
✅ახალი ანტიბიოტიკის შექმნა არ არის ადვილი, ურთულესი პროცესია და თუ ბაქტერიები ყველა, ჩვენს არსენალში არსებულ ანტიბიოტიკზე გახდებიან რეზისტენტულნი ,ბანალური ბაქტერიული ინფეციებიც კი მოგვკლავს!
მოკლედ, კოვიდს არ ვმკურნალობთ ანტიბიოტიკით, (ბაქტერიული ინფექციით გართულრბულ ფორმას კი აუცილებლად ესაჭიროება ექიმი)!!!
და არ ვეწევით თვითმკურნალობას!
გამოიყენეთ ნიღაბი, წესის დაცვით
ხშირად დაიბანეთ ხელები
დაიცავით დისტანცია
სიმპტომების გამოვლენისთანაცე გადადით იზოლაციაში
იკონტაქტეთ ოჯახის ექიმთან
მიიღეთ სითხეები
იმოძრავეთ
სიცხის დამწევი საშუალება მიიღეთ მხოლოდ >38 ტემპერატურის ან სახსრების ძლიერი ტკივილის დროს
გაბერეთ ხოლმე ბუშტები
სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
უსარგებლოდ არ დააყოვნოთ სასწრაფო დახმარების ცენტრი და ბრიგადა.
გისურვებთ ჯანმრთელობას“.

