ექიმი ანი ქავთარაძე აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რა ხდება დედაენის ბაღში მას შემდეგ, რაც კომენდანტის საათი მოიხსნა და წერს:
„ზოგადად, თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ… თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწრებული და მონაწილე, ბავშვობიდან, დღემდე, მაგრამ ის, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, წინაპირობაა იმის, რომ ჩვენს „თავისუფლებას“ დაბრალდეს შემდგომი გამოკეტვა.
ჰოდა, ჭკვიანი საზოგადოება, ამ ფიქტიური თავისუფლებით კი არ დატკბებოდა, არამედ პასუხს მოთხოვდა პასუხისმგებელ პირებს არარსებულ ვაქცინებზე, არარსებულ ვაქცინაციის პროცესზე და დღეში 20-ზე მეტ მკვდარზე!!!
მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებას სხვისი კუბო იშვიათად ადარდებს…
ქვეყნის ეკონომიკა, მომავალი და შიმშილი ხომ, მით უმეტეს.
არაფერი მიხარია, მხოლოდ მეშინია!“