ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ნიღბიან ფოტოს და დაინტერესებულ საზოგადოებას დაწვრილებით უხსნის, თუ რატომ არის საჭირო ნიღბის ტარება.
„უნდა ვატაროთ თუ არა ნიღაბი?
დიახ, ნიღაბი უნდა გვეკეთოს, ყველგან სადაც გვაქვს კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეებში!!
რატომ უნდა გვეკეთოს ნიღაბი, მით უმეტეს, თუ არანაირი სიმპტომი არ გვაქვს?
ის იცავს გარშემომყოფებს, თქვენ მიერ გაფრქვეული ხილული ან/და უხილავი ნაწილაკებისგან, რომელსაც გამოყოფთ საუბრის, ცემინების ,ხველების, სიცილის, ყვირილის და ა.შ. დროს. შესაბამისად, თუ კი ერთ სივრცეში არსებულ ყველა ადამიანს ექნება ნიღაბი წესისამებრ მორგებული , კოვიდ ინფექციის გვარცელების ალბათობა ამ, კონკრეტულ ჯგუფში ძალიან, ძალიან დაბალია .
როგორ მუშაობს განსხვავებული ტიპის ნიღბები?
ყველაზე ხშირად გამოყენებული და თქვენთვის ნაცნობია ე.წ ქირურგიული ნიღაბი.
აღნიშნული ნიღაბი ინფიცირებული (ან, პოტენციურად ინფიცირებული) ადამიანისგან იცავს სხვებს – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საკითხი, როდესაც საქმე გვაქვს უსიმპტომო ინფიცირებულთან.
ჯანმრთელი ადამიანების მიერ მის გამოყენებას შესაძლებელია ჰქონდეს მექანიკური დაცვის მომენტი, ვინაიდან ნაკლებად იკიდებთ ხელს ცხვირ-ტუჩის არეში. გიცავთ შედარებით დიდი ზომის ნაწილაკებისგან, მაგრამ ის ატარებს მცირე ზომის ნაწილაკებს.
ნაჭრის ნიღაბი, შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაშინ როდესაც არ არის ხელმისაწვდომი ზემოაღნიშნული ნიღბები, უნდა შედგებოდეს ქსოვილის მინიმუმ ორი შრისგან, რაც უფრო პატარაა სივრცე ბოჭკოებს შორის, მით უფრო ნაკლებია ნერწყვის გაფრქვევის ალბათობაც ღია სივრცეში. შესაძლებელია გქონდეთ რამოდენიმე, დანოტივების/დაბინძურების შემთხვევაში, იხსნით ,აგდებთ მისთის განკუთვნილ დამოუკიდებელ ცელოფანში და იკეთებთ ახალს დღის ბოლოს, რეცხავთ, მაღალ ტემპერატურაზე და მეორე დღეს ისევ იყენებთ.
0.3 მიკრონზე ნაკლები ზომის ნაწილაკებს არ ატარებს N95. შესაბამისად, მას მეტად აქვს ჯანმრთელი ადამიანის დაცვის ფუნქცია, თუმცა, არა სრულყოფილი. მეტად არის განკუთვნილი მედპერსონალისთვის და მის მოხმარებას აქვს ასევე კონკრეტული წესები. ღირებულება მეტი აქვს და დღევანდელ რეალობაში, ძნელად იშოვება.
რაც შეეხება, დღევანდელ დღეს, ყველაზე ხშირად გამოყენებულ ქირურგიულ ნიღაბს: მისი მოხმარების მხოლოდ ერთი სწორი გზა არსებობს – ცისფერი(ან სხვა, ფერადი) ზედაპირი უნდა იყოს მიმართული გარეთ. თუ ორივე მხარე თეთრია, აუცილებლად ნახავთ თასმის ან რეზინის მიმაგრების ადგილს, რომელიც უნდა განთავსდეს შიდა (ანუ სახის) მხარეს.
თეთრი და ფერადი მხარე, რომ თითქოსდა სიგნალია, დაავადებულს უკეთია თუ ჯანმრთელს, მითია! არანაირი მსგავსი სიგნალი, ნიშანი, ინდიკატორი არ არსებობს.
1-1 (ზედა) კიდეში არსებული რკინა უნდა მოთავსდეს მჭიდროდ ცხვირის ძგიდეზე.
ნიღაბი უნდა ფარავდეს როგორც პირს, ასევე ცხვირის ნესტოებს სრულად! ქვედა კიდე – ნიკაპს!
ნიღბის სახეზე განთავსების წესი ეხება ყველა ტიპის ნიღაბს!
ნიღაბი ნიკაპზე, ყელზე, ყურზე, იდაყვზე, თავზე და კისერზე, არ გიცავთ‼
არ შეეხოთ თქვენს ნიღაბს, მით უმეტეს გარეთა ზედაპირიდან (მისი 200-ჯერ გასწორება დაუშვებელია!ამით ზრდით საკუთარი თავის ინფიცირების რისკს)
თუ ასე მოხდა, ხელები დაიბანეთ /დაიმუშავეთ!
არ გამოიყენოთ ნიღაბი, ფიზიკური დისტანციის ჩანაცვლების მიზნით!
ნიღაბს იხსნით შესაბამისი წესის დაცვით: იბანთ/იმუშავებთ ხელს, შემდეგ კიდებთ ყურების უკან განთავსებულ რეზინზე ან თასმაზე. არ ეხებით, გარე/თქვენთის დაბინძურებულ ზედაპირს , იხსნით და შემდეგ, კვლავ იბანთ/იმუშავებთ ხელებს.
ნიღაბი არავის ახრჩობს! არ დაგახრჩობთ არც თქვენ! იფიქრეთ, რომ ის გიცავთ, თქვენ და თქვენს ახლობლებს! გაანალიზეთ, რომ ამ, ერთი ნიღბის ტარებით, თქვენ იჩენთ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ახლობლების დაცვის გარდა,
პატივს სცემთ უცხო ადამიანებს, ✅ხელს უშლით ვირუსის გავრცელებას, აფერხებთ სამედიცინო სისტემის კოლაფსის პროცესს და ხელს უწყობთ მედპერსონალს, ადეკვატურად დაეხმარონ მათ, ვისაც ეს სჭირდება!
ამ ეტაპზე ნიღაბი, ხელს უშლის არამხოლოდ კოვიდ ინფექციის, არამედ, ამ სეზონისთის დამახასიათებელი არაერთი ვირუსის, მათ შორის – გრიპის, ადენო, რინო და სხვა ვირუსების გავრცელებას! რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ახლობლებისთვის.
კაცობრიობა აუცილებლად დაამარცხებს ამ ვერაგ სენს, მთავარია, მინიმუმამდე დავიყვანოთ დანაკარგი!
და ბოლოს, მადლიერების, ღიმილის თუ უბრალოდ კარგი განწყობის გადმოცემა, ნიღაბშიც შესაძლებელია. არა?!“