LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი სირაძე შეყვარებულია

14

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ანი სირაძე ესტუმრა.


როგორი იყო შენთვის 2016 წელი?

განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ამაზე ცუდი წელიც მქონია და ამაზე კარგი წელიც, თუმცა 2010 წლის დასაწყისი იყო ყველაზე გამორჩეული იყო. 2016 წელს მქონდა ძალიან ბევრი კონცერტი საქართველოს მასშტაბით, ძალიან მინდოდა კლიპი, თუმცა სიმღერის ძებნაში გავიდა მთელი წელი, მინდა, რომ ენერგიულ სიმღერაზე გადავიღო ვიდეორგოლი. არ ვფიქრობ, რომ კლიპის გადაღებას საქართველოში აზრი არ აქვს.


შარშან ამ დროს მოხდა შენი სიმღერის ”შობის ზღაპრის” პრემიერა…

ეთერ ჭელიძის, ჩემი ბებიის მიერ არის დაწერილი და თანამედროვე ვერსია ჩავწერეთ. არანჟირება გაკეთდა ცირა ბზიშვილთან, ტექსტი კი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის.


საახალწლოდ თუ გაქვს რაიმე ტრადიცია?

ბოლო 2-3 წელია დიდად ვერ ვერთობოდი, წელს კი ერთი თვით ადრე დავიწყე მომზადება. 260 ლარის შოკოლადი ვიყიდე, შოკოლადი ყველა საჩუქარზე მეტად მიყვარს. ვიყიდე ლურჯი
ნაძვის ხე, თავისი სათამაშოებით.


პირად ცხოვრებაში რა ხდება?

როგორც წესი არ ვსაუბრობ ხოლმე, მაგრამ გეტყვით, რომ მყავს შეყვარებული.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

საახალწლო საჩუქარი დავარქვი სიმღერას, რომელიც ჩემმა დაქალმა, მარი ლიკლიკაძემ მაჩუქა, ტექსტი უფასოდ დამიწერა ნანა ცინცაძემ, საჩუქრად ჩამიწერა კობა მესხიამ, არანჟირება გააკეთა თემო დათუაშვილმა და საახალწლო საჩუქარია აბა რა არის. ვგეგმავ კლიპის გადაღებასაც. სიმღერას ჰქვია ”სხვა ნახე”.

ანი სირაძე – სხვა ნახე

AudioANI SIRADZE – SXVA NAXE

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

Audioanisiradzesaaxalwlo

ვიდეო კოლაჟი 

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები