LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიმაციიდან მხატვრულ ფილმში: “ტომი და ჯერი” კინოეკრანებს უბრუნდება

760
tom-and-jerry-warner-animation-trailer

მტრობა თუ მეგობრობა – რომელ გზას აირჩვენ ყველასათვის საყვარელი მულტგმირები? ყოველ შემთხვევაში, ახალი ტრეილერი დამაიმედებლად იწყება.

 

თუმცა, ტომის და ჯერის რას გაუგებთ?!

დიახ, ეს რეალობაა! მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კატა და თაგვი, უჩვეულო თავგადასავლებით კვლავ დიდ ეკრანებს უბრუნდებიან.

მხატვრული ფილმის ოფიციალური ტრეილერი Warner Bros-მა გუშინ გაავრცელა.

უილიამ ჰანას და იოსებ ბარბერას მიერ 1940 წელს შექმნილი ანიმაციური გმირები ამჯერად მხატვრულ ფილმში გადაინაცვლებენ და რეალურ პერსონაჟებთან ერთად ნიუ-იორკში იმოგზაურებენ.

შთამბეჭდავი სპეცეფექტები, უამრავი კომიკური სცენა, ცოტა დრამატიზმიც და ტრადიციული რბოლა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ყველაზე უჩვეულო მეგობრობის ამბავს – ახლა ტომის და ჯერის ნაბიჯებს მუსიკალურად ამერიკელი კინოკომპოზიტორი კრისტოფერ ლინარცტი გააფორმებს.

ფილმის პრემიერა აშშ-ში 2021 წლის 5 მარტს არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები