ტოკიოს ავტოშოუ საკმაოდ შთამბეჭდავი და სანახაობრივი გამოდგა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი სწორედ Toyota-ს მიერ იყო წარმოდგენილი, რომელიც კომპანიისთვის ანიმეს რეჟისორმა და სცენარისტმა სეძი კავამორიმ შექმნა.
Toyota COMS Connect ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილია, რომელიც ლითიუმის ელემენტებით იმუხტება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ავტომობილში ტრანსფორმირების უნარია.
Connect-ი სამ ძირითად ტიპის ავტომობილად ტრანსფორმირდება: Personal – რომელიც გათვლილია მხოლოდ ავტომობილში მყოფ ერთ ადამიანზე, ანუ მძღოლზე. Delivery -რომელიც გათვლილია ტვირთის გადატანის შემთხვევებზე და Tandem – რომლის აქტივაციის დროსაც ავტომობილში ორი ადამიანი ეტევა.
ამასთან ერთად კავამორის ჩანაფიქრით კონცეპტუალურ მოდელს კიდევ ორი დამატებითი ვარიანტი ექნება: ROID Mode და Walk Mode. პირველ შემთხვევაში ავტომობილი რობოტად იქცევა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქვეითად მოსიარულედ.
ჯერჯერობით სხვა დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა, ფაქტია, რომ ტოკიოში ყველაზე პოპულარული სწორედ Toyta COMS Connect გახდა.