ცნობილი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ მას ძალიან მძიმე რამდენიმე წელიწადი ჰქონდა. მომღერალი წერს, რომ ის მძიმედ ავად იყო:
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო! დიდი ხანია, არაფერი დამიწერია, რადგან ძალიან მძიმედ ვიყავი ავად და ურთულესი რამდენიმე წელიწადი მქონდა. ჩემი ჯანმრთელობა უარესდებოდა და ვცდილობდი, დავრჩენილიყავი ძლიერი ჩემი ოჯახისთვის, ჩემი პატარა ანგელოზისთვის, ოპერისა და იმ სიყვარულისთვის, რაც იმისთვის მაქვს, რასაც ვაკეთებ. ივნისის ბოლოს გაჩერებამ მომიწია, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. საუკეთესო ექიმების გუნდის ზედამხედველობით გავდივარ მკურნალობას და ძალიან მალე დავუბრუნდები სცენას!..“
ანიტა რაჭველიშვილი უხდის მადლობას ოჯახს, მეუღლეს, მეგობრებს თანადგომისთვის.
მომღერალი ამბობს, რომ დადგება დრო და უფრო ვრცლად მოჰყვება თავისი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ.
My dearest friends! It’s been a long time since my last post or any information that came directly from me!
I was very…Posted by Anita Rachvelishvili-Maisuradze on Saturday, July 15, 2023
ანიტა რაჭველიშვილი: „სასწაულ გაჭირვებაში ვარ გაზრდილი, ამიტომ თითოეული თეთრის ფასი კარგად ვიცი…“