ქართველი მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, ხმის ჩამწერ ცნობილ სტუდიასთან „სონი რეკორდსი“, რიგით მეორე ალბომის ჩასაწერად ემზადება. ის აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ამ ალბომის გარეკანისთვის ფოტოხელოვაბმა ირმა შარიქაძემ გადაუღო და წერს:
„ემოციებით აღსავსე ველოდები ჩემი მეორე სოლოალბომის გამოსვლას, რომელიც თბილისში ჩავწერეთ 2020 წლის იანვარში „სონი რეკორდს“-თან და მაესტრო ვინჩენცო სკალერასთან ერთად!
ეს საოცარი ფოტო კი გენიოსი ირმა შარიქაძის გადაღებულია!“