ცნობილი საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში მეუღლის, ოთარ მაისურაძის ფოტოებს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს თბილი სტატუსით ულოცავს:
„ყველაზე კეთილი და მგრძნობიარე ადამიანი ხარ მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ ცხოვრების გზაზე! მამაკაცი ყველაზე დიდი და მამაცი გულით და მე კიდე ნამდვილად ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ ამ პლანეტაზე ❤️?
ძალიან მიყვარხარ, ჩემო სიყვარულო, ჩემო ყველაფერო!
შენში ყველაფერი მიყვარს და დიდი მადლობა, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით ხარ ჭირშიც და ლხინშიც! ❤️
დაბადების დღეს გილოცავ, ოთი! მიყვარხარ უკიდეგანოდ!“
შეგახსენებთ, რომ წყვილი თავის პირველ შვილს ელოდება.